“მარტო სატელევიზიო კომენტარებით მიზანს ვერ მივაღწევთ..ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე”-სააკაშვილის მიმართვა

მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით მიზანს ვერ მივაღწევთ… ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე,” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს, რომელიც მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

”ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე.

საკუთარ ხალხზე “გამარჯვება” მათ წინანდალში ღრეობით იზეიმეს. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენი ერთიანობით, მიუხედავად პარტიულობისა და უპარტიობისა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან.

მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.

ამის პარალელურად ძალიან ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას ვაპირებ შევთავაზო ჩემი წინადადებები ამ უმწვავესი კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით!,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share