Covid 19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 937 ტესტი და დადასტურდა 2 979 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 470 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.21%, ბოლო 14 დღის – 7.26%, ხოლო ბოლო 7 დღის – 6.76%.
ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 325 გამოვლინდა,
აჭარაში – 229,
იმერეთში – 493,
ქვემო ქართლში – 135,
შიდა ქართლში – 207,
გურიაში – 109,
სამეგრელო-ზემო სვანეთში – 184,
კახეთში – 137,
მცხეთა-მთიანეთში – 81,
სამცხე-ჯავახეთში – 59,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 38 624, საიდანაც 5 798 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 107 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 31 719 – ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 447, მათგან 319 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 904 181 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 852 560 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 971.