სააკაშვილის საქმის პროკურორის ოჯახის უეცარი გამდიდრების ისტორია

აღმოჩენილია ქვეყნის კიდევ ერთი გავლენინი პროკურორის ოჯახის მშენებარე სასტურმო კომპლექსი მთაში – „ნოდარ მელაძის შაბათის“ წყაროს ინფორმაციით, გუდაურში სასტუმრო სახლის მთელ კომპლექსს პროკურორი გიორგი მუჯირის ოჯახი აშენებს.

ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორის ოჯახის მშენებარე სასტუმრო ახალ გუდაურში, სააკაშვილის კიდევ ერთი პროკურორის ჯარჯი წიკალურის ოჯახის სასტუმრო სახლის გვერდით მდებარეობს.

ირკვევა, რომ სასტურმო სახლს ახალ გუდაურში, 800 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, კომპანია ვერტექსი აშენებს,  ამ კომპანიის წილის 100 % პროცენტის მფლობელი კი გიორიგი მუჯურის და ნინო მუჯირია. 

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 15 აპარატმენტი, თანაედროვე საცხოვრებელ კოპლექსში, სამ სართულზეა განთავსებული.

პრეზიდენტის პროკურორის და, გლდანულაში მშობლების სახლშია რეგისტრირებული, ადამიანი, რომელიც გუდურში სამშენებლო ბიზნეით არის დაკავებული, სხვა არანაირი ქონებას არ ფლობს, რაც ადასტურებს ეჭვს, რომ რეალურად მშენებარე სასტუმრო საცხობერებელი კორპუსი, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორს, გიორგი მუჯირს ეკუთვნის და ის ფიქტიურად დაზეა გადაფორმებული.

დოკუმენტების თანახმად, მიწა, რომელზეც საქართველოს პროკურორის და სასტუმრმო საცხოვრელებს კოპლექს აშენებს, საბანკო ვალდებულებითაც კი არ არის დატვირთული.

საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს ოფიციაალური,  დოკუმენტით დგინდება, რომ პროკურორ მუჯირის დის სახელზე გუდურში 400 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი 2018 წელს ჩნდება.  საქართველოს ყველაზე ძვირადღირებულ ზამთრის კურორტზე  ერთი კვ. მიწის ღირებულება საშუალოდ 130 ამერიკული დოლარია. გამოდის, რომ მუჯირის დამ  მხოლოდ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 50 ათასი დოლარი გადაიხადა. პროკურორის ოჯახის წევრმა საკუთარი ფულით აქ სასტუმრო სახლი უნდა ააშენოს, მოაწყოს და გაარემონტოს.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share