1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდება.

„როგორც ცნობილია, სკოლებში, 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით, არდადეგებია. დამატებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდეს. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს,ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად, უქმე დღეებად გამოაცხადოს, 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

SKIP 4
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share