მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება. მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყიფშიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა “სტაბილურად არადამაკმაყოფილებელია”.
“დინამიკაში გაუმჯობესებისკენ არ მიდის. ვიტყოდი, რომ მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი[…] ფიქრობდა წასულიყო სასამართლოზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა და ჩვენც ვურჩიეთ, რომ არ წასულიყო”,-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის, ხვალ, 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.