ოზურგეთის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტს, რომლის განხილვამაც “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის ხმაურის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და უირთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა, მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 15 – მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
15 დეპუტატიდან – 11 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იყვნენ, ხოლო 4 პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრები.