ნიკა გვარამია ნინო გოგორიშვილთან საუბრის დეტალებზე-რა მოხდა სინამდვილეში გორის ჰოსპიტალში

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში, “ღამის მთავარი” მესამე პრეზიდენტთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღევანდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მან გაიხსენა უკვე ყოფილ მკურნალ ექიმთან, ნინო გოგორიშვილთან საუბრის დეტალები.

ნიკა გვარამიას თქმით, დილის საათებში, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო. ნიკა გვარამიამ ასევე მიხეილ სააკაშვილზე განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ბადრაგის წევრებმა იძალადა.

“შევდივარ 10-საათზე, სააკაშვილი მხვდება ძალიან ცუდ ფორმაში და მდგომარეობაში. მე დამხვდა ადამიანი, რომელიც იყო მობუზული, მთელი სხეულით კანკალებდა და ჰქონდა უკიდურესად გახშირებული სუნთქვა. პრობლემა ჰქონდა დანაწევრებული ლაპარაკის […]

ქალბატონმა ნინომ [გოგორიშვილმა] მითხრა, რომ კარგია რომ შემოხვედით, დაელაპარაკეთ და ეს ნელ-ნელა გადაუვლის.[….] ადგომა დააპირა, მაგრამ ვერაფრით ვერ ადგა, არაფერი უჭამია, მაგრამ ღებინება ჰქონდა.

იქ ველაპარაკე სააკაშვილს, რომელმაც მომიყვა, ის რაც მომიყვა, მათ შორის საათის ეპიზოდზე. ეს არის ჩვეულებრივი პლასტიკის საათი, რომელიც არ არის აკრძალული და უკეთია ხელზე, რაც იქ იმყოფება და 4 კვირა ეკეთა და თუ პრობლემა იყო, მანამდეც პრობლემა უნდა ყოფილიყო.

გადის თუ არა ლომჯარიას წარმომადგენელი, მათივე აღიარებით, ამ ექიმისვე აღიარებით, 19:00 საათზე ამ მდგომარეობაში ჩაგდებულ ადამიანთან ამჯერად უკვე უფრო მეტი ბადრაგის წარმომადგენელი შედის და რამეს კი არ ეუბნებიან, მიდიან ლოგინში, იწყებენ მასზე ძალადობას და საათის მოხსნას, პროცედურა ეხებოდა საათის მოხსნას. ამას შეესწრო რეანიმატოლოგი”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share