ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ქველმოქმედებისთვის სივრცე გამოიყოფა. პანდემიის ფონზე, შეგროვდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჭირო ნივთები, თუ პროდუქტები. ამის შესახებ ცენტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. “პანდემიის მიერ გართულებული მდგომარეობის გამო, ახალგაზრდა მოხალისეებმა შექმნეს ჯგუფი ,,ზამთრის მარაგი” (
), რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, ნებისმიერი მათვის საჭირო ნივთითა თუ პროდუქტით. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მედიკამენტები, საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.) გადავწყვიტეთ ჩვენი სივრცე დავუთმოთ ამ ძალიან კეთილ და დროულ ინიციატივას. უკვე დღეიდან შეგიძლიათ ფოლკლორის ცენტრის ოფისში მოიტანოთ თქვენი საჩუქრები და მოხალისეების დახმარებით მიზნობრივად გადავანაწილებთ. ასევე შეგიძლიათ, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის გვერდზე ან მითითებულ ჯგუფში მოიწეროთ თქვენი საჭიროების შესახებ”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.