“სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი, შესაბამისად ის ექვემდებარებოდა უკან რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას.
აქ არ მომხდარა რაიმე განსაკუთრებული და ასე რომ ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო რაღაც თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში ჩაითრიონ. ჩვეულებრივად უნდა უთხრან, აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და შესაბამისად, უნდა იყოს ჩასახლებული თუ ასე ვთქვათ გადაყვანილი შესაბამის უწყებაში.
სააკაშვილი დაიწყებს თუ არა შიმშილობას, თუ დაიწყებს, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში და რა ვიცი, მე მგონი, გამოაჯანმრთელებენ”, – თქვა ირაკლი ზარქუამ.