მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი იყო გაბრულებული, როგორც ჩანს საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა, როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ მივხვდი, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართნოდაო, ამიტომ არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა”, – თქვა ნიკა გვარამიამ.