“მ.სააკაშვილი ითხოვს, მისთვის კანონით და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების აღდგენას.რაც აბსოლუტურად უკანონოდ აქვს წართმეული როგორც პატიმარს.თუ მას, უკანონოდ ჩამორთმეული უფლებები 6 იანვრამდე არ აღუდგება, აპირებს ისევ მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, რაც შესაძლოა შიმშილობის ხელმეორედ დაწყებას ნიშნავდეს.მ.სააკშვილის შიმშილობის დაწყება მისი ფიზიკური განადგურების ტოლფასია. არა და მის მიერ მოთხოვნილი უფლებების აღდგენაც აუცილებელია.მე როგორც ერთი რიგითი მისი მხარდამჭერი, მზად ვარ მასთან ერთად ვიბრძოლო ნებისმიერი ფორმით რომელიც დაუბრუნებს უფლებებს უკანონო პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, თუნდაც ეს პროტესტის ფორმა – შიმშილობის ხელმეორედ დაწყება იყოს. ვიცი ჩემსავით ათასობით მისი მხარდამჭერი ფიქრობს!”-წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა.