საქართველოს 5 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში, კვლავ ოკუპანტების ტყვეობაშია. ოკუპანტებმა ყველა პირი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გაიტაცა. გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, როდის დატოვებს ყოფილი სამხედრო ოკუპანტების ციხეს. არსებული ინფორმაციით, ჩხიკვაძე სასტიკად არის ნაცემი. ჩხიკვაძე უკვე 24 დღეა რაც ტყვეობაშია.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადები 4 იანვრამდე განუსაზღვრა. რუსეთმა ამ ვადის კიდევ 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა.
გატაცებულებს შორის ასევე არიან ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი. ისინი ლოპანის ტყეში შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა გაიტაცეს. შემთხვევა 16 დეკემბერს მოხდა.