ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვის ფაქტს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:
”ხვალ მთელი საქართველოს მასშტაბით იფიცება სოციალური სააგენტოები. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ რაა მიზეზი – 2012 წლიდან დღემდე, ანუ ათი წელია მხოლოდ სააგენტოს ხელმძღვანელებს გაეზარდათ ანაზღაურება ისიც მხოლოდ უმნიშვნელოდ და მათი ხელფასი 600ლ არ აღემატებათ, ხოლო ამ სამსახურის სპეციალისტების სახელფასო ანაზღაურება 400ლ არ აღემატება. ჯანდაცვის სამინისტრომ დეკემბერში დაპირდა ამ პრობლემის მოგვარება სოციალური სააგენტოს ათასობით თანამშრომლებს, იანვარში კი მხოლოდ 10%-ით გაუზარდა ხელფასები რაც დაახლოებით 30 ლარით ზრდას ნიშნავს. ხელისუფლების ეს შეთავაზება უბრალოდ დაცინვაა ამ ადამიანების მიმართ, მითუმეტეს მაშინ როცა, მუნიციპალიტეტის მერიებსა და საკრებულოებში ხელფასების ზრდის პროცესია დაწყებული მთელი საქართველოს მაშტაბით და ისედაც შედარებით ნორმალურ ანაზღაურებებს კიდევ უფრო ზრდიან თვითმმართველობებში. საქართველოს მთავრობა უარი თქვით თვითმმართველობებში ხელფასების ზრდაზე და ეს თანხები მიმართეთ სოციალური სააგენტოების სახელფასო ანაზღაურების მოწესრიგებისკენ!” – წერს კახა ასკურავა.
ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების 100%-ით ზრდას ითხოვენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ. სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ამჟამინდელი ანაზღაურება არსებობისთვის საკმარისი არაა, სამუშაო პირობები კი მძიმეა.