“თანახმა ვარ, ჩემს ეპარქიაში გამოვყო სივრცე და იქ გადმოიყვანონ”-მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

“შემთხვევები ვიცით, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსჯია ქვეყანას პირველი პირისთვის, რუმინეთში იყო ასე, უგანდაში იყო, რაც მე ვიცი, ეს ჩემი მწირი ცოდნაა და მიუხედავად ამისა, ასეთი პრეზიდენტებიც კი შიდა პატიმრობაში იყვნენ. მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც კი, თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაც სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს და მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვაც და ყველაფერი. რატომ უნდა გადაიყვანონ უკრაინაში, მოიხადოს აქ. მე ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას ამას. ყველანაირად ვითანამშრომლებდი ხელისუფლებასთან, რომ ყველა პირობა, რაც წესი და რიგია, იყოს დაცული”.

თქვა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჯორჯიან თამსთან ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share