ღვინო, სიგარები, პური – Top-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში

2021 წელს საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 24,8%-ით გაიზარდა და 758,930 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტში ზრდა გვქონდა 41,2%, იმპორტის მიმართულებით კი მატება იყო 15,6%. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოდან უკრაინაში განხორციელდა 307,309 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი (2020 წელს – 217,524 მლნ დოლარი), იმპორტირებული კი იქნა 451,621 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია (2020 წელს – 390,508 მლნ დოლარი).

გთავაზობთ Top-10 პროდუქტს, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში.

Top-10 პროდუქტი, რაც 2021 წელს უკრაინაში ვიყიდეთ:

         >სიგარები  და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 77,960 მლნ დოლარი
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი – 23,124 მლნ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 21,168 მლნ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 18,784 მლნ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას – 14,394 მლნ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები – 11,183 მლნ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – 9,896 მლნ დოლარი
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები – 8,890 მლნ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 7,652 მლნ დოლარი
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული – 7,476 მლნ დოლარი

Top-10 პროდუქტი, რაც 2021 წელს უკრაინაში გავყიდეთ:

  • მსუბუქი ავტომობილები – 88,061 მლნ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 43,432 მლნ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 38,039 მლნ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 26,203 მლნ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 25,151 მლნ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა – 20,462 მლნ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 15,330 მლნ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 6,796 მლნ დოლარი
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით – 6,398 მლნ დოლარი
  • ფეროშენადნობები – 4,934 მლნ დოლარი

ბპნ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share