“გადავხედე ჩემი უკანასკნელი პოსტის კომენტარებს. მხოლოდ კვნესა და წუხილი – „გვეშველება როდისმე?“, „რა სამწუხარო რეალობაა“, „რა უღონოები ვართ“ და სხვა ასეთები.
მე კი იმედი მქონდა, რომ მომწერდით – ქალბატონო დოდონა, თქვენ დაბერდით, თქვენ არ იცით, აქ რა ხდება. ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია – გავანთავისუფლებთ მიშას (მას ხომ ჩვენი იმედი ჰქონდა), გვექნება ვადამდელი არჩევნები….
ამ უკანასკნელ ხანებში, რაც მთავარ არხს ვუყურებ, აქცია აქციაზე იმართება – ერთგან ფასების ზრდას აპროტესტებენ, მეორეგან საკრებულოში ქოცებს ედავებიან, მესამეგან კაშხალის თუ გზის აშენებაზე სურთ მთავრობას უარი ათქმევინონ, მეოთხეგან დევნილები მოითხოვენ ნორმალურ საცხოვრებელს, მეექვსეგან თეა გველისწიწილას მიერ განთავისუფლებული ხელოვნებათმმცოდნეები არიან აღშფოთებული.
ესენი რომ ყველა გაერთიანდნენ, ხომ იქნება უზარმაზარი ძალა?! ხომ შეიძლება ამის ორგანიზაცია?! კი, ბატონო, ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ სადღაც აპრილისთვის, როცა დათბება. ამდენი ხალხია უკმაყოფილო, ამდენმა დაინახა ამ ხელისუფლების ბოროტება. არ მინდა დავიჯერო, რომ მართლაც სულ დავჩაჩანაკდით და ისე დავკარგეთ ყოველგავარი თავმოყვარეობა, რომ უფლებას ვაძლევთ ერთ მახინჯ ფულის ტომარას მბრძანებლობდეს ჩვენს ქვეყანაში”.
წერს ფეისბუქგვერდზე ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია