გამომცემლობა „კალმოსანის“ ხელმძღვანელი ხვიჩა ყალაბეგაშვილი სოციალურ ქსელში უმძიმეს სტატუსს აქვეყნებს:
„მესამე კვირაა, ძალიან ცუდად ვარ, ფიზიკურ და ნევროზულ პრობლემებს ვებრძვი, მთელი ეს დრო ვარ ექიმების და წამლების ცვლაში, რასაც უამრავი დრო და ფინანსები მიაქვს… არ შეიძლება ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, მაგრამ მაქვს უამრავი ვალდებულებები სამსხურეობრივი და საბანკო… ანუ, ცუდად ყოფნის „ფუფუნებაც“ კი არ მაქვს, ცუდად ყოფნაც კი არ შემიძლია… ეს ე.წ. სიმშვიდე, რომელიც ახლა უბრალოდ კარგი კი არ იქნებოდა, გადარჩენისთვის მჭირდება არანაირად არ გამოდის და ამ ჯოჯოხეთში, უცებ ბანკი 1000 ლარიან იპოთეკურ სესხს მიზრდის 1256 ლარამდე, ანუ 4%-ით და ეს უნდა გაგრძელდეს კიდევ 14 წელი… რეფინანსირება, სახელმწიფო კრიზისი და ბლა-ბლა-ბლა…ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმესგან დახმარება მჭირდება, წამითაც არ იფიქროს ვინმემ… თუ დამჭირდა შევაწუხებ კონკრეტულ ადამიანებს, რასაც ყოველთვის გავურბივარ, 37 წლის მანძილზე… (ამ კრიზისის დროს ყველა ჩინოვნიკის ხელფასი გაიზარდა, ათასობით ლარით)ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს არც დაუფიქრებლობით მომდის და არც სპონტანური ბრაზით – ყველას ვისაც შესაძლებლობა გაქვთ გაარიდეთ შვილები ამ ჯოჯოხეთს, ,,სამშობლოს“ რომ ვეძახით… ჩვენ არ აღმოგვაჩნდა იმის უნარი მონები არ ვყოფილიყავით, ვცადე მე ეგ და დავმარცხდი, ყველა ჩამნაირი უკომპრომისო ადამიანი განწირულია, ვერეფერს შეცვლის, მხოლოდ თავს დაიზიანებს, აქ 10-დან, 8 მონაა, სისტემებს, ტრადიციებს, სუბიექტურ კეთილდღეობას მიყიდული მონა, და ის 2-ც რაღაც მომენტში მონასავით იქცევა პერიოდულად, როგორც მე, იმტომ რომ უბრალოდ გადარჩეს, სხვანაირად არ გამოდის…ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს იქნება პოლიტიკური კლასის, ბანკების და ძალიან მცირე შემთხვევით გამდიდრებული ჯაყოების ბატონობის ქვეშ, ჩვენი მონური ფსიქიკით გამორიცხულია რამე შევცვალოთ, ამიტომ მეგობრულად გირჩევთ ყველას, პირველივე შესაძლებლობი“სთანავე გაარიდეთ ბავშვები ამ ჯოჯოხეთს, საკუთარი შვილების ჭამია დედაბერს ,,სამშობლოს“ რომ ვეძახით…
newposts.ge