“ეს არც, ჩვენთვის და მგონი, არც ხალხისთვის არ არის საინტერესო. საერთოდ, უინტერესო გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასა და არ შესვლასთან, გამოსვლასთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ ამით არაფერი იცვლება. რეალურად, მთავარი არ იცვლება, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის ბუნება. ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, მათ არ შეუძლიათ სხვანაირად მოქმედება. აქედან გამომდინარე, როდის შევლენ და როდის გამოვლენ პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, რომ პარლამენტში მუშაობასთან ერთად საუბრობენ დესტრუქციულ ელემენტებზე. აქედან ყველაფერი ნათელია“,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.