ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გეგმავს.
BBC-ის ეთერში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ნატოს ჯარების უკრაინაში შეყვანას, თუ რუსეთი შეიჭრება, სტოლტენბერგმა უპასუხა:
„ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს სამხედრო ძალების განთავსებას უკრაინაში… ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერაზე“.
მისივე თქმით, “არსებობს განსხვავება ნატოს წევრობასა და უკრაინის მსგავს ახლო და ძვირფას პარტნიორს შორის“.
მედია წერს, რომ რუსეთმა დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, ტანკი, არტილერია და რაკეტები განათავსა უკრაინის საზღვართან, მაგრამ უარყოფს, რომ აპირებს ქვეყანაში შეჭრას.