საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც ადმინისტრაცია ავრცელებს:
“დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა!” ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ენმ-ძალა ერთობაშიამ დღეს საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისა და საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.