”დარწმუნებულ ვარ ერთ რამეში, დღეს რომ ნაცმოძრაობა იყოს ხელისუფლებაში, მინიმუმ, საქართველო პროვოკაციული დღის წესრიგის მსხვერპლი იქნებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ფრონტის ხაზი აქ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, რომ დაძაბულობა გაცილებით მეტი, ვიდრე ახლა არის, აქ ყოფილიყო და ცუდ დღეში ვყოფილიყავით. შემთხვევით კი არ ვამბობ, მათი პროვოკაციული რიტორიკაც გვახსოვს, ამის შედეგებიც გვახსოვს და შემდეგ მათი გაქცეული მთავარსარდალიც გვახსოვს და მიწაზე გართხმულიც, რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და რა წყინთ?” – განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში.