საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი არ ვართ, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში ყოფნა აარიდოს.
„არ ვართ საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით – ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ფსიქიკურად ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ჰალუცინაციები აქვს და გონებას კარგავს. არადა ყოველ დღე ვიღაცები წერენ მისი სახელით პოლიტიკურ პოსტებს და განცხადებებს. აქ გვაქვს მცდელობა, რომ აარიდონ პატიმრობას მსჯავრდებული. ხან წამებას მოიშველიებენ, ხან სიგიჟეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.