2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6 პროცენტით განისაზღვრა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელზე ფასიც იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა:
- კომბოსტო – 217.7%
- ქლიავი – 55.8%
- ბადრიჯანი – 36.4%
- მარგარინი – 35.7%
- შაქარი – 34.9%
- მანდარინი -30.7%
- კარტოფილი – 30.6%
- წიწიბურა – 28.4%
- ჭარხალი – 27.4%
- მზესუმზირის ზეთი – 20.6%