ბენზინის ფასი 2022 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,05%-ით არის გაზრდილი, დიზელი კი – 32,21%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი და დიზელი იანვრის 20 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.18 ლარია; „რეგულარი“ – 3.09; სუპერი – 3.26; ევრო-დიზელი კი 3.12 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.04 ლარია.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.10 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.19 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.20 და 3.12 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.30 ლარი შეადგინა.
„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.23 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.19 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.13; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.33 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.12 და 3.19 ლარია.
დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 3.17 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 3.07 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი – 3.12 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავი – 3.30 ლარი; სუპერი ecto 100-ს კი – 3.60 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.19 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.15 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.21 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი – 3.13 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.33 ლარი ღირს.
bpn.ge