„იქ, სადაც ეს არ ხდება, პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დამოკიდებულია გამართლებაზე“ – ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პროტოკოლის სამედიცინო დანიშნულებაზე და ამერიკული ჯანდაცვის სისტემის უპირატესობაზე საუბრობს.

გურული წერს, რომ  ე.წ. პროტოკოლებისა და „გაიდლაინების“ შექმნა-დამორჩილება წარმოადგენს დასავლური სამედიცინო სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მთავარ მიზეზს და არა ერთეული ინდივიდების გამორჩეული ნიჭიერება, რომლებიც ყველა ერში ერთნაირი თანაფარდობით არსებობენ.

„ამერიკა საუკეთესო მაგალითია ჯანდაცვის სისტემების ერთი მთავარი პრობლემის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტისა. ეს გახლავთ არაერთგვაროვანი სამედიცინო ინტელექტის ეფექტურად გადანაწილება-გასაშუალოება მთელი სისტემის ფარგლებში. მარტივად რომ ავხსნათ, ექიმების მხოლოდ მცირე პროცენტია ძალიან ძლიერი პროფესიონალი, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სპეციალობაში.

ცხადია, ეს გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი აძლევს მიმართულებას და ტონს პროფესიას, მაგრამ მათ მიერ პაციენტთა მასების გადაფარვის შესაძლებლობა ფრიად ლიმიტირებულია. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ისეთ სპეციალობებში, რომლებსაც აზროვნების გარდა ე.წ. „კარგი ხელი“ სჭირდება. რთული პროცედურების შესრულების უმაღლეს ტექნიკას მხოლოდ წვრთვნა და მონდომება არ შველის, სპეციფიკურ ნიჭს მოითხოვს.

ბუნებრივია, ყველა პაციენტს საუკეთესო ექიმი სურს მკურნალად და ყოველი ადამიანის უფლებაა, რომ ეს მოითხოვოს. ასევე ბუნებრივია, რომ ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, პლანეტის მოწინავე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები ქმნიან კარგად ორგანიზებულ, პროტოკოლებით, „გაიდლაინებით“, კანონებით აღჭურვილ სისტემას, სადაც ძალიან მაგარი და ძალიან სუსტი ექიმიც ზუსტად ერთნაირ მითითებებს ემორჩილება.

ეს გზა სამწუხაროდ არაიდეალურია და ხშირად ე.წ. ინტელექტუალურ შეურაცხყოფას აყენებს გამორჩეულად მოაზროვნე პროფესიონალებს, მაგრამ ყველაზე ოპტიმალურია. დაახლოებით ანალოგიური სისტემა მოქმედებს დასავლურ კომერციულ ავიაციაშიც. ამიტომ ითხოვენ პილოტებისაგან უმცირეს დეტალებამდე გაწერილი პროტოკოლების უზუსტესად შესრულებას. მხოლოდ ამ ხერხით არის შესაძლებელი ყოველი პაციენტისათვის დაახლოებით თანაბარი დონის სამედიცინო მომსახურების გარანტირება.

იქ, სადაც ეს არ ხდება, პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დამოკიდებულია სუფთა გამართლებაზე, იღბალზე, რადგან თუ სისტემა სუსტია, ის ეყრდნობა მხოლოდ ერთეულ გამორჩეულ ინდივიდებს. ერთეულების გადაფარვის არეალი კი ფრიად შეზღუდულია.

ამრიგად, ე.წ. პროტოკოლებისა და „გაიდლაინების“ შექმნა-დამორჩილება წარმოადგენს დასავლური სამედიცინო სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ქვაკუთხედს და არა ერთეული ინდივიდების გამორჩეული ნიჭიერება, რომლებიც ყველა ერში ერთნაირი თანაფარდობით არსებობენ.

ამერიკა ამის საუკეთესო მაგალითია. აქ გვერდიგვერდ მუშაობენ გერმანული სამედიცინო სკოლის კურსდამთავრებულიც და სომალიდან ჩამოსული ლტოლვილი ექიმიც; ორივეს ნიჭის ადეკვატურად შეფასებას და ეფექტურად გამოყენებას თავისუფლად ახერხებს გამართული სისტემა” – წერს გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 77
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 73
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 72
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, რომ
  • 69
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ