მთის კურორტების კომპანიის განცხადებას, რომ ბაკურიანში საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა, “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ეხმაურებიან. სადაც ამ ინფორმაციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათგან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა და ძაბვის ვარდნას აგდილი არ ჰქონია.
მიზეზი, რის გამო გაჩერდა საბაგირო, ამ დრომდე უცნობია. 50-მდე დამსვენებელი კი უკვე დაახლოებით 2 საათია, დახმარების მოლოდინშია. ისინი -10 გრადუს ყინვაში ჰაერში არიან გაჩერებული. ყვებიან, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, როდის ჩამოიყვანენ საბაგიროებიდან.