„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.
“მიტარბიში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიზეზით არ მომხდარა.
მიტარბში და მიტარბის საბაგიროს მკვებავ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კუთვნილ ქსელში ავარიას ან რაიმე სახის შეფერხებას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით, ადგილი არ ჰქონია.
მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით. აღნიშნულ მონაკეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
ინფორმაციით, ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო გაჩერდა, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.