სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ამით ბიჭების დისკრედიტაცია ხდება, არა მმართველების, იმიტომ რომ მთელი სამყარო ბიჭებზეა უკმაყოფილო, გულშემატკივარი და მთელი ქართველი ერი – ასე ეხმაურება ვეტერანი მორაგბე და რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე რუსეთის 7-კაცა ნაკრების მასპინძლობასთან დაკავშირებულ სკანდალს და შემდგ, რაგბის კავშირის თავის მართლებას.
ბიჭები ყოველთვის თავს დებენ და ამ შეცდომასაც გამოასწორებენ.
ადამიანი, რომელიც გამოდს და ოფიციალურ წერილს აგზავნინებს მენეჯერს, მენეჯერი აქ არაფერ შუაშია. მენეჯერმა შეასრულა თავისი უფლება -მოვალეობა, მაგრამ ვისაც ეს ეკუთნის, ეს არის ბაჩო ხურციძე, რომელიც გენერალური მდივანია, სპორტულ მიმართულებას ეგ კურირებს და თუ მაგან უფლებამოსილება არ იცის, ამ ადამიანმა, ისიც არ აირს ჭკვიანი, ვინმე გამოიძახოს ამ რაგბის კავშირში.
ჩვენთვის ახლა რუსეთთან თამაში ყველაზე ემოციური იყო, გინდ პოლიტიკის გარეშე და გინდ პოლიტიკასთან ერთად.
რუსეთთან თამაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს მერე ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეული თემაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ევროპის ეგიდით და მსოფლიო ეგიდით ერთი რაღაც ტურნირი ყოფილიყო და ერთ სასტუმროში მოხვედრილიყვნენ სხვა თემაა, მაგრამ შენ თუ ოფიციალურად პატიჟებ და იმ ყველაფერს ხაზს უსმევ, ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაა…სპორტია გავიგე, მაგრამ არის რაღაც წითელი ხაზები” – ამბობს ირაკლი აბუსერიძე
“მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა” – რაგბის კავშირმა დღეს განცხადება გაავრცელა და დაინტერესებული ჯგუფები დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.