ჟურნალისტი, ვახო სანაია, ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის გამოსვლებიდან ამონარიდებს აქვეყნებს:
“2012 წლის ივნისი. ქუთაისი.
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან :
ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ!
ჩვენ შევძლებთ და, ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას.
ჩვენ შევძლებთ და, საქართველოს საზოგადოება აღარასდროს დაიყოფა ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებად. თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! მე ამას გპირდებით!
ჩვენ შევძლებთ და, ტელევიზიები და მედიასაშუალებები აგიტაციასა და ტვინის გამორეცხვაში კი არ შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ დამოუკიდებელი, კვალიფიციური ჟურნალისტიკა იქნება მათი წარმატებისა და ნდობის გარანტი.
ჩვენ შევძლებთ და, ჩვენი მოხუცები და ბავშვები უზრუნველად იცხოვრებენ – ეს ჩვენი ღირსების საქმეა!
ჩვენ შევძლებთ და, ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ, სადაც ხალხი იქნება ხელისუფლების წყარო და ხელისუფლება ანგარიშვალდებული იქნება თავის ხალხთან!
ჩვენ შევძლებთ და, ქართველები, ოსები, აფხაზები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძენები და სხვები – ერთად, მშვიდობიანად აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას.
ჩვენ შევძლებთ და, საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!
ჩვენ შევძლებთ და, დავამკვიდრებთ ისეთ პოლიტიკურ კულტურას, როდესაც ხელისუფლების ღირსების საკითხი იქნება, როგორ მოექცევა იგი მომავალ ოპოზიციას, და ამას თქვენ ნახავთ ოქტომბრიდან – ჩვენი გამარჯვების შემდეგ
2012 წლის მაისი.
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან : ჩვენი ოცნებაა, ისეთი ქვეყანა, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა და მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველებიც უკან დაბრუნდებიან.”