აღმოჩენილია ივანიშვილის პირადი მცველის ბიზნესი – ჩუბინიძეს ნახევარი მილიონი მთავრობამ მისცა

აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, ანზორ ჩუბინიძის სპირტის ბიზნესი. ანზორ ჩუბინიძეს მილიონიანი სპირტის ბიზნესის აშენებაში სახელმწიფო დაეხმარა და ნახევარი მილიონი მას საქართველოს მთავრობამ მისცა. “შაბათის ეთერმა” ანზორ ჩუბინიძის ოჯახის კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული დოკუმენტები გაასაჯაროვა.

ანზორ ჩუბინიძის საწარმო, დოკუმენტებით ანზორ ჩუბინიძეს არ ეკუთვნის. ბიზნესი სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, 24 წლის ქალიშვილზეა გაფორმებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცმეებით, კომპანია “ზაქარო დისტილერის” წილის 50 % წილს მარიამ ჩუბინიძე ფლობს. ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ოჯახის კომპანიამ, მცხეთაში ახალადაშენებულ საწარმოში არყის წარმოება უნდა დაიწყოს.

საწარმოს გარშემო მიწა ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილის სახელზე 2020 და 2021 წელს გადაფორმდა. ჯამში მარიამ ჩუბინიძემ, 5000 კვადრატული მეტრი მიწა ადგილობრივბებისგან იყიდა. რეესტრში არ იძებნება მიწის იპოთეკით დატვირთვის ფაქტი, რაც იმის დადასტურებაა, რომ სპეცსამსახურის შეფის ქალიშვილმა ტერიტორია სესხის გარეშე იყიდა. ის, რომ ამ  ბიზნესის რეალური მფლობელიც და მმართველიც ანზორ ჩუბინიძეა, ადგილობრივების ნაამბობით ირკვევა, სოფელ ზაქაროში ამბობენ,  რომ საწარმოს მშენებლობის პროცესს პირადად ჩუბინიძე აკონტროლებდა.

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა  სოფლის  განვითარების სააგენტოსა და კომპანია “ზაქარო დისტილერს” შორის გაფომრბული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ  არყის საწარმოს მშენებლობა ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. აქედან საქართველოს მთავრობის 139-ე განკარგულებით, თითქმის ნახევარ მილიონ ლარს ჩუბინიძის კომპანია სოფლის განვითრების სააგენტოსგან მიიღებს, მეორე ნახევარი მილიონი ლარი კი ამ ბიზნესში თავად ჩადო.

დოკუმენტების მიხედვით, ანზორ  ჩუბინიძის შვილის სახელზე გაფორმებულმა კომპანიამ პირველ წელს 18 ტონაზე მეტის ხილი, ამუშავებიდან მეორე წელს კი 96 ტონა უნდა გადაამუშავოს და არაყი მიიღოს. სპირტის სახდელად, საქართველოს მთავრობის  თანადაფინანსებით ჩუბინიძეს ძვირადღირებული გერმანული დანადგარები უყიდეს.

დოკუმენტების თანახმად ანზორ ჩუბინიძის ქალიშვილი ყვარელის ღვინის ქარხნის ერთ-ერთ დირექტორია. ის ფლობს კოოპერატივ “ქინძმარაულის” ვენახების წილსაც.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share