პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს, სადაც თამაზ მეჭიაური მკურნალობას გადიოდა.

როგორც საუნივერსიტეტიო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძილაძემ აღნიშნა, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის დღეს დილით გარდაიცვალა.

თამაზ მეჭიაური კოვიდვირუსის შემდგომი გართულებებით, კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share