თაღლითობა თუ ეკონომიკური პროცესები. ექსპერტები ლარის კურსის ცვალებადობის მიზეზების ახსნას ვერ ახერხებენ.
ეკონომისტების შეფასებით, პრაქტიკულად არცერთი პარამეტრი არ მიანიშნებს ვითარებაზე, რომელშიც ვალუტა უნდა მყარდებოდეს და მითუმეტეს გაურკვეველია კურსის მატებისა და კლების სწრაფი ცვალებადობა.
ექსპერტებისგან განსხვავებით, გაცილებით რადიკალურად მსჯელობენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ყველა ნიშანი ადასტურებს, რომ ლარის კურსის ცვლილებები ხელოვნურია და ამ მანიპულაციებით ვიღაც ხელს ითბობს.
ეკონომიკურიდან უკვე წმინდა პოლიტიკურ საკითხში გადაზრდილ პრობლემაზე, ოპოზიციაც პოლიტიკურ რეაგირებას მოითხოვს და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.