საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით ქართველი ხალხი შოკირებულია მიმდინარე სიტუაციით.
„ქართველი ხალხი შოკირებულია რუსული აგრესიით უკრაინაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ.“ – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა.