აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი თანამშრომლების შესახებ წერს, რომლებმაც ახლა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირწმუნეს, რომ რუსეთი აგრესორია და ის, რომ კრემლმა განახორციელა 2008 წერს საქართველოზე თავდასხმა.
“გრძელი საუბარი მიწევდა უცხოელი მეგობრებისთვის რომ ამეხსნა 2008 წლის ომი და რუსული ოკუპაცია.
დილიდან არავის ჩაუვლია ჩემთვის სამსახურში, არ ეთქვათ, ახლა ვიცით რომ რუსეთი ნამდვილად აგრესორია და მას შენი ქვეყანაც ოკუპირებული აქვსო.
სამწუხაროდ, წლები და მსხვერპლი დასჭირდა ჩვენი სიმართლის აღიარებას.
ამ ომში სიმართლე სრულად არის უკრაინის და საქართველოს მხარეს და ამას ზედმეტი ახსნის გარეშე იგებს ომს ათასობით კილომეტრით მოშორებული ადამიანი.
დრო და მსხვერპლი თორემ გამარჯვება ჩვენს მხარეს რომ იქნება ეს ისე ჩანს როგორც არასდროს”, – წერს ნანა გეგეჭკორი.
დღეს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ ეტაპზე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.