”F1-ის გერმანელი მრბოლელი სებასტიან ფეტელი რუსეთის გრანპრის ბოიკოტს უცხადებს და საასპარეზოდ არ ჩავა. იგივე აზრზეა ჰემილტონი და ვერსტაპენი.
ევროლიგის საკალათბურთლ მატჩზე დღეს “ბარსელონა” არ გაფრინდა “ზენიტთან” პეტერბურგში სათამაშოდ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომელსაც პეტერბურგი მასპინძლობდა, გაუქმდა და ფინალი სხვა ქალაქში იქნება.
შალკემ მაისურიდან გაზპრომი მოიშორა და 15 მილიონიანი კონტრაქტი თავზე გადაახია.
შვედეთი და პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთთან თამაშზე უარს ამბობენ.
კრემლთან დაახლოებულ რომან აბრამოვიჩს შესაძლოა ჩელსი ჩამოერთვას და ბრიტანეთიდან გააძევონ.
ეს მათთვის, ვინც სპორტს და პოლიტიკას მიჯნავს და სხვადასხვა რამ გონია. არაფერი ისე ახლოს არაა დღეს ერთმანეთთან, როგორც ეს ორი რამ.
ზუსტად სპორტული და ეკონომიკური ბოიკოტებით უნდა დაიწყოს რუსეთის დისკომფორტი. ერთადერთი ვინც შეაჩერებს პუტინს მისი ხალხია, სანქციები და შიმშილი აიძულებთ გამოვიდნენ გარეთ და დაგმონ ეს ღორობა და ბოროტი, სისხლიანი სისტემა. ასე რომ, ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში, პოლიტიკა, სპორტი, ბიზნესი, ხალხი..”
დიმა ნებიერიძის პოსტი