საუბარია ათასობით სამხედროზე, საჰაერო და საზღვაო ძალებზე, რითაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უკრაინის დახმარებას განაგრძობს.
“კრემლის მიზანი არ შემოიფარგლება უკრაინით, რუსეთმა მოითხოვა ლეგალური გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და ჯარები გაყვანილ იქნება აღმოსავლეთ ევროპიდან. ჩვენ ვართ ახალი გამოწვევების წინაშე. რუსეთი ღიად უპირისპირდება ევროპულ უსაფრთხოების სისტემას. მსოფლიო რუსეთს და ბელარუსს პასუხს აგებინებს ამ ქმედებებისთვის. რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც თანამონაწილეს.
პუტინის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო უკრაინაში სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი საფასურს გადაიხდის მომავალი წლების განმავლობაში. რუსეთის მასობრივი სამხედრო მობილიზაციის პირობებში ჩვენ ვააქტიურებთ ნატოს საბრძოლო ძალებს მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე. აშშ, კანადა და ევროპა ახდენენ ძალების მობილიზებას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვართან. ჩვენ მოვიყვანეთ 100-ზე მეტი თვითმფრინავი საბრძოლო მზადყოფნაში, ასევე, 120-ზე მეტი საბრძოლო გემი ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი”, – თქვა სტოლტენბერგმა.