ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიაშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ ბელარუსში, იქ მყოფებს კი მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა.
“აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ უკრაინაში რუსული სამხედრო მოქმედებების გამო, რეგიონში მზარდი დაძაბულობაა, სიტუაცია არაპროგნოზირებადია და მინსკის აეროპორტისა და ბელარუსის სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა შეიძლება, შეიცვალოს მნიშვნელოვანი გაფრთხილების გარეშე.
აშშ-ის მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ საჯარო დემონსტრაციებს, რადგან შესაძლებელია პოტენციური შევიწროება, რომელიც მიმართულია კონკრეტულად უცხოელებზე”, – ნათქვამია განცხადებაში