“რუსეთო შეჩერდი, ჯერ კიდევ არ არის გვიანი,”- ასე მიმართა ლიეტუვის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს და მოუწოდა უმიზეზო სისხლისღვრა შეაჩეროს.
გიტანას ნაუსედამ რუს სამხედროებსაც მიმართა და დაუსვა მათ კითხვა, თუ რისთვის იბრძვიან. ლიეტუვა ბალტიის სხვა სახელმწიფოებთან ერთად უკრაინას კრიზისის დაწყებიდანვე გამოუთქვამდა მხარდაჭერას და მუშაობდა ნატოსთან და ევროკავშირთან კიევისთვის დახმარების მიწოდების მიზნით.