„ჩელსის 20-წლიანი ფლობის განმავლობაში, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე კლუბის დამცველი უნდა ვყოფილიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა, რომ წარმატებულები ვყოფილიყავით… გადაყწვეტილბებს ყოველთვის კლუბის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვიღებდი. დღეს, ჩელსის საქველმოქმედო ფონდის მესვეურებს კლუბის ხელმძღვანელობას ვუთმობ“, – ნათქვამია აბრამოვიჩის განცხადებაში.
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა, ქონება კი 1990-იან და 2000-იან წლებში დააგროვა. იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ჩუკოტკის ოლქის გუბერნატორი. გაერთიანებული სამეფოს რიგ პოლიტიკოსთა განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციები მასცად უნდა შეეხოს.