მივმართავ რუს ოლიგარქებს და კორუმპირებულ ლიდერებს, ჩვენ მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერად მიღებულ შემოსავლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
რუსი ოლიგარქების დანაშაულების გამოსაძიებლად შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ქმნის.
“მივმართავ რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც ამ სასტიკი რეჟიმის პირობებში მილიარდობით დოლარი მოიხვეჭეს – დასრულდა! ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და ჩამოვართვათ მათი იახტები, ძვირად ღირებული აპარტამენტები, კერძო თვითმფრინავები. მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერ შემოსავლებს,” – აღნიშნა ბაიდენმა.