ბარელი ნავთობის ღირებულებამ $113-ს მიაღწია – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ

ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულებამ 113 დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის ივნისის შემდეგ.

ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) სხვა 30 წევრი ქვეყანა შეთანხმდა გადაუდებელი მარაგებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვებაზე.

მიუხედავად მიღებული ზომებისა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ “ბაზრის დამშვიდებისთვის” იყო გამიზნული, ნავთობის ფასი ისევ იზრდება.

ამერიკული ნავთობის – West Texas Intermediate ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის $109-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, დასავლეთი რუსეთს სანქციებს მას შემდეგ უწესებს, რაც ის უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share