კატასტროფაა რაც სოციალურ ქსელში დღეს დაიწყო. ხელისუფლებასთან აფილირებული ადამიანები დროის ერთ ინტერვალში აზიარებენ რუსული პროპაგანდით გაჟღენთილ პოსტებს. ის არ იკმარეს საქართველოში მათ გარდა ყველა, რომ ომს მოწყურებულ ავანტიურისტებათ გამოგვაცხადეს, ახლა დაიწყეს შეურაცხყოფების კამპანია ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს რომ ორკესტრირებულია ამაში დარწმუნებული ვარ, ბოტებით და ტროლებით ბევრჯერ ჩაუტარებიათ მსგავსი კამპანია. მაგრამ ახლა რეალური ადამიანების, მათ შორის ჩემი ნაცნობების მეშვეობით ხდება ეს გულისამრევი კამპანია. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ბოროტების იმპერია აუცილებლად დაეცემა, მაგრამ ამ ადამიანების გაუკუღმართებულ აზროვნებას არაფერი ეშველება.
წერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ოთარ რევიშვილი