რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.
„ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით ჩვენ მიერ განიხილება როგორც ამ თუ იმ ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო „სისუსტეს“ და „ერთობის არქონაში“ დაადანაშაულა, რადგან დასავლურმა სამხედრო-პოლიტიკურმა ალიანსმა უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე უარი განაცხადა.