რუსულ არხებზე აჩვენებენ კადრებს, როგორ აბარებს ხალხი გალკინის კონცერტზე ნაყიდ ბილეთებს უკან – უკრანის მხარდაჭერის გამო მას „რუსეთის მტერი“ უწოდეს

რუსული არხები აქტიურად აშუქებენ კადრებს, როგორ აბრუნებს ხალხი მაქსიმ გალკინის კონცერტზე ნაყიდ ბილეთებს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გალკინმა პუტინის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და უკრაინის მხარდაჭერა გამოუცხადა.

პუტინის ღია კრიტიკის გამო, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს.

„რუსეთის მტერი“, – ასე მოიხსენიებს მას ვიდეოს ავტორი.

მოგვიანებით მსახიობმა ვიდეო თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში, რასაც ხალხის მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა.

კომენტარებში მომხმარებლები გალკინს მხარდაჭერას უცხადებენ და მას პოზიციის გამო აქებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share