“მესმის, რომ მორიგი რუსი პუტინი არ არის, მაგრამ მე მათ არ ვენდობი…” – რა მიმართვას ავრცელებს ნინო სუხიშვილი

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მე, ნინო სუხიშვილი, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რუსი ეროვნების ადამიანის საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ, მათ მიერ, ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით.

არ ვარ რუსოფობი, არ ვარ კაცთმოძულე, მესმის, რომ მორიგი რუსი პუტინი არ არის, მაგრამ მე მათ არ ვენდობი და ეს ჩემი უფლება და თავისუფლებაა, რადგან მე მიყვარს ჩემი სამშობლო.

დღეგრძელობა საქართველოს!

Слава Украине

თქვენი სახელი ჩაანაცვლეთ და გაავრცელეთ.

დიახ, არ მინდა!!!”, – წერს ნინო სუხიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share