”ამ მთავრობამ ღიად გვითხრა, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მხარეს. იყო-ხოლმე დისკუსიები, რომ პასიურობენ უკრაინაზე, საკმარისს არ აკეთებენ… იმ პასიურობაში ჩანდა, რომ ის იყო უკრაინის არმხარდაჭერა, მაგრამ ახლა ძალიან ღიად… პირდაპირ გეუბნებით, კომპანიების გახსნაში, იმისთვის რომ მათ სანქციებს აუარონ გვერდი, მათ შორის “ქართუ” იღებს მონაწილეობას. “ქართული ოცნება” თანამონაწილეობს იმაში, რაც ხდება უკრაინაში. შენ როცა ამბობ, იქ რომ ბავშები კვდებიან ეს ჩემთვის არის რძის გაყიდვის შესაძლებლობა, ეს არის თანამონაწილეობა მკვლელობაში. სრული წინააღმდეგობა ამ მთავრობას”
განაცხადა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “რეაქციის” ეთერში.