დიდი ბრიტანეთი 2022 წლისთვის რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ამის შესახებ განცხადებას დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გააკეთებს. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები 2022 წლის ბოლომდე აიკრძალება.
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმარის დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს.
დიდი ბრიტანეთი ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, განსხვავებით სხვა ევროპის ბევრი ქვეყანა. მაგრამ რუსული მარაგი კვლავ შეადგენს დიდ ბრიტანეთში მთლიანი იმპორტის 8%-ს, ხოლო დიდი ბრიტანეთის დიზელის 18% მოდის რუსეთიდან.