უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მადლობას უხდის.
ზელენსკი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს მაგალითი აშშ-ისგან აიღონ.
“მადლობა აშშ-სა და პრეზიდენტ ბაიდენს პირადი ლიდერობისთვის და პუტინის საომარი მანქანის გულში მიყენებული მტკიცე დარტყმისთვის, კერძოდ, ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის აკრძალვისთვის. მოვუწოდებ სხვა ქვეყნებს, მიბაძონ ამ მაგალითს”, – წერს ზელენსკი “ტვიტერში”.