უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში სირიელი დაქირავებული მკვლელები გაგზავნა. მისი თქმით, რუსეთმა სირიაც ისე გაანადგურა, როგორც ახლა უკრაინის განადგურება სურს.
მისივე განცხადებით, სირიელები უკრაინაში ფულის სანაცვლოდ ჩადიან.
“როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ჩვენი არმია მტერს და როგორ ანადგურებს მტრის ჯარს, იმედი მიჩნდება, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. მარგამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ომია. უნდა მოვითმინოთ და ვიბრძოლოთ. ჯერ ვერ ვიტყვით რა დრო დაგვჭირდება ჩვენი მიწიდან მტრის განსადევნად, თუმცა ამას აუცილებლად ვიზამთ. ომში სტრატეგიული გარდატეხა უკვე შევიტანეთ და ვუახლოვდებით ჩვენს გამარჯვებას, თუმცა როგორც გეუბნებით ამას დრო დასჭირდება. ომი პრინციპულ და ჯიუტ მეტოქესთან გვაქვს. ქვეყანა, რომელიც ჩვენთან საბრძოლველად რეზერვისტებსაც კი აგზავნის.
ამასთან, სირიელი დაქირავებულ მკვლელები გამოგვიგზავნეს. არ დაგვავიწყდეს, რომ სირიაც ისე გაანადგურეს, როგორც ახლა ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. გამოაგზავნეს სირიელები, რომლებიც ვერც კი არჩევენ ვინ რომელ ენაზე საუბრობს, ან ვინ რომელ ეკლესიაში დადის. ისინი აქ ფულის სანაცვლოდ ჩამოვიდნენ”, – ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 7 მარტს აშშ-ის ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში ბრძოლისა და თავდასხმის გაძლიერებისათვის სირიელ მებრძოლებს ქირაობს.