გვაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით ამ წარმოუდგენელი უბედურებისგან – არვო პიარტი უკრაინელებს

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ესტონელი კომპოზიტორი, არვო პიარტი განცხადებას ავრცელებს. მაესტრო უკრაინელებს მიმართავს და აღნიშნავს – გვაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავთ ჩვენი დროის ამ წარმოუდგენელი უბედურებისგან.

„ძვირფასო მეგობრებო უკრაინაში, ძვირფასო კოლეგებო… ყველა, ვინც იბრძვით თქვენი ქვეყნისთვის, სახლისთვის სიცოცხლის ფასად – ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი ვაჟკაცობის წინაშე და ასევე თითქმის აუტანელი ტანჯვის წინაშე.

რამდენადაც შეგვიძლია თქვენთან ვართ. ყველაფერს რაც დაგვრჩენია – ცრემლსა და ლოცვას თქვენსკენ მოვმართავ, რადგან სიტყვებმა მნიშვნელობა დაკარგეს!”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share